ამაზონის ტროპიკული ტყე, ასევე ცნობილი როგორც ამაზონია არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი რესურსი. იმის გამო, რომ მისი მცენარეული საფარი შთანთქავს ნახშიროჟანგს და გასცემს ჟანგბადს, მას "ჩვენი პლანეტის ფილტვები" უწოდეს.დაახლოებით მსოფლიო მასშტაბით, ჟანგბადის 20% გამოსცემს ამაზონის ტროპიკული ტყე.
ამაზონის ტროპიკული ტყის სახელწოდება სათავეს იღებს მდინარე ამაზონიდან. ამაზონის მდინარე იწყება ანდებში და მთავრდება სამხრეთ ამერიკაში. ის ხვდება ატლანტიის ოკეანეს ბელემთან, ბრაზილიაში. მთავარი მდინარე დაახლოებით 4.080 მილის სიგრძისაა. მისი აუზი მოიცავს 2,722,000 კვადრატულ მილს და გადაწოლილია ბრაზილიის, კოლუმბიის, პერუს, ვენესუელას, ეკუადორის, ბოლივიის და სამი გუანას სიგრძეზე. მსოფლიოს 16% მდინარეებისა ჩაედინება ამაზონის მდინარეში. 28 მილიარდი გალონი წყალი ჩაედინება ამ მდინარეში. ივნისიდან ოქტომბრის თვემდე წყლის სიმაღლე მდინარეში იწევს 30 დან 45 მეტრის სიმაღლემდე. ტყის ათობით მილიონი ჰექტარი იფარება წყლით..
15 მილიონი წლის წინ, ამაზონის მდინარე მიედინებოდა დასავლეთით და ჩაედინებოდა წყნარ ოკეანეში. როდესაც სამხრეთ ამერიკის დისკომ გადაინაცვლა სხვა ტექტონიკურ ფირფიტაზე, ანდების მთა გაიზარდა და გადაკეტა მდინარის ნაკადი. მდინარის სისტემამ უკან დაიხია და შეიქმნა მტკნარი ტბები. ამაზონის აუზი შეიცვალა რადიკალურად. შემდეგ, დაახლოებით 10 მილიონი წლის შემდეგ, მდინარემ სვლა დაიწყო აღმოსავლეთით, ალტანტიის ოკეანის მიმართულებით.
ამაზონის ტროპიკული ტყე არის ამაზონის მდინარის სანიაღვრე აუზი თავისი მრავალი შენაკადით. დაახლოებით 1.100 შენაკადია, რომელთაგან ჩვიდმეტი 1000 მილის სიგრძისაა. მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული ტყე ფარავს ბრაზილიის ნახევარზე მეტ ტერიტორიას. ამაზონიის ჩარდახი ნაკლებად შესწავლილია, ვიდრე მისი ფსკერი. მეცნიერებს ჯერათ, რომ ამაზონიის ჩარდახი შესაძლოა შეიცავდეს მსოფლიოს ნახევარ სახეობებს. დაახლოებით 500 სახეობის ძუძუმწოვარი, 175 ხვლიკი და 300 სხვა ქვეწარმავლის სახეობა, ფრინველების 1/3 ნაწილი ცხოვრობს ამაზონიაში. დაახლოებით 30 მილიონი სახეობის მწერი შეიძლება ნახოთ. აქ გადარჩენისათვის ბრძოლა საკმაოდ მწვავეა. ბრძოლა გადარჩენისთვის ყველაზე მეტად ცხოველებსა და მცენარეებში მიმდინარეობს. ორივე მათგანი შეეგუა იმას, რომ უნდა იბრძოლონ თავიანთი თავის დასაცავად, რათა სხვამ არ შეჭამოს.
ჩარდახში ნაპოვნია ისეთი მტაცებელი ცხოველები, რომლებიც ნადირობენ მაიმუნებზე, რეპტილიებზე და სხვადასხვა სახეობის ფრინველებზე.
ამაზონის ტროპიკული ტყე შედგება 4 ფენისგან. თითოეულ ფენას აქვს თავისი უნიკალური ეკოსისტემა. ყველაზე მაღალ ფენაში, ხეები შესაძლობა 200 მეტრის სიმაღლისაც იყვნენ და ჩარდახსაც კი აცდნენ. აქ ისინი ექვემდებარებიან რხევის ტემპერატურას. მათი ფოთლები არის სქელი და წყლიანი.
ტროპიკული ტყის ყველაზე ძირითადი ფენა არის ჩარდახი. ჩარდახის უმეტეს ხეებს აქვთ გლუვი, ოვალური ფოთლები. ამ ფენაში იზრდება ბევრი ყვავილი და ხე.
ამაზონის ტროპიკული ტყე შედგება 4 ფენისგან. თითოეულ ფენას აქვს თავისი უნიკალური ეკოსისტემა. ყველაზე მაღალ ფენაში, ხეები შესაძლობა 200 მეტრის სიმაღლისაც იყვნენ და ჩარდახსაც კი აცდნენ. აქ ისინი ექვემდებარებიან რხევის ტემპერატურას. მათი ფოთლები არის სქელი და წყლიანი.
ტროპიკული ტყის ყველაზე ძირითადი ფენა არის ჩარდახი. ჩარდახის უმეტეს ხეებს აქვთ გლუვი, ოვალური ფოთლები. ამ ფენაში იზრდება ბევრი ყვავილი და ხე.
წვიმა და მაღალი ტემპერატურა ერთი და იგივე რაოდენობისაა ამაზონიაში. კლიმატი არის თბილი და ტენიანი. საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 79C -ია. ტემპერატურის განსხვავება დღესა და ღამეს შორის უფრო მეტია ვიდრე სეზონებს შორის.
დღეს, ამაზონიის 20% სრულიად განადგურებული და დაკარგულია. მიწა იწმინდება მეურნეობისთვის. ზგოერთ ხეებს წვავენ, რათა შექმნან ნახშირის სამრეწველო ქარხნები. ნახევარზე მეტი ტროპიკული ტყეებისა განადგურებულია ცეცხლით ბოლო 50 წლის განმავლობაში. დაახლოებით 200,000 ჰექტარი მიწისა იწვება ყოველდღიურად. დაახლოებით 150 ჰექტარი ყოველდღე. მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ 130 სახეობის ცხოველი, ფრინველი და მწერი იღუპება ყოველ დღე. თუ ასე გაგრძელდება, დაახლოებით 40 წალიწადში შეიძლება განადგურდეს დარჩენილი ტროპიკული ტყები.
ამაზონიის მკვიდრი ხალხი იყენებს უამრავ მცენარეს თავიანთი ჯანმრთელობისათვის. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბევრი მცენარე კურნავს შიდსს, კიბოს, დიაბეტს, არტრიტს. რამდენიმე მათგანი უკვე აღმოაჩინეს. დღესდღეობით 121 წამლის რეცეპტი იყიდება მსოფლიოს გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ წამლების 25% არის წარმოშობილი ამაზოინის ტყიდან, მეცნიერებს მხოლოდ 1% აქვთ გამოკვლეული.
კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტია ის, რომ დაახლოებით 500 წლის წინ ამაზონიაში ცხოვრობდნენ 10 მილიონი ინდიელები, დღეს კი მათი რიცხვი მხოლოდ 200 000-ს შეადგენს. 1900-ანი წლების შემდეგ განადგურდა 90 ტომი. მედიცინის მცოდნეები დარჩენილნი არიან 70 წლის ან მეტნი. მათთან ერთად მიდისსამკურნალო მცენარეთა სახეობების და ორგანიზმების ცოდნის მრავალფეროვნება.
Комментариев нет:
Отправить комментарий